
ავტორი
Front News საქართველო
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი თანხმობას აცხადებს მოსმენაზე, თუმცა იმ პირობით, რომ აღნიშნული ჩანაწერები არ გასაჯაროვდება.
“სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მე დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ, ოღონდ თანახმა ვარ იმაზე, რომ პროფესიონალები გვისმენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩემი საუბრები, პირადი ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია. მე თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული”, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს