მეუფე სტეფანე – რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა


ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ გაიმარჯვებს.
“მინდა, უკრაინის გამარჯვებები მოგილოცოთ იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე უკრაინაში, როგორც ჩვენ ვხედავთ, სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მიმდინარეობს. როდესაც უკრაინაზე ეს უგუნური შეტევა დაიწყო, მე თავიდანვე ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა და რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა. ეს უბრალოდ ასე არ დარჩება, შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართაც.
სხვათაშორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ.
როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია.
ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
თაგები:
მეუფე სტეფანე

მეუფე იაკობი – ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენც ამოგვივა ყელში და ჩვენ მივხედავთ, ვერ უშველის ვერანაირი უცხოეთი

ნიკა გვარამია – ერთმნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს და მე გამოვრიცხავ ამას, პრაქტიკულად, ევროინტეგრაცია ვერ განახლდება

მეუფე სტეფანე – პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ