მეუფე ზენონი – მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება, ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება, ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს.
“ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით, ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი. საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.
მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. მივმართავ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!” – წერს მეუფე ზენონი.
თაგები:
მეუფე ზენონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს