Logo

მეუფე ზენონი – თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ, გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს

საზოგადოება
1048
Frontnews image description

თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ, წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქი წინ უნდა აღუდგეს სამშობლოს საუკუნის ღალატს.

“თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ, გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.

გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.

გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.

წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს მეუფე ზენონი.

Advertisement