მღვდელმონაზვნები განკვეთის მოლოდინში არიან


ავტორი
Front News საქართველო
მღვდელმონაზვნები განკვეთის მოლოდინში არიან. მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის გამო, სამ სასულიერო პირს მონანიებისთვის დრო მისცა და ეს ვადა დღეს იწურება.
მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იღუმენი დანიელი, დიაკონი ანანია და ბერდიაკონი პეტრე ღუდუშაური მის წინაშე "ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს" არ მოინანიებენ, მათ ეკლესიიდან განკვეთს.
მღვდელმონაზვნები კი მონანიებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ, მათი განკვეთა არაფრად მიაჩნიათ.
"რა მაქვს შესანანებელი? არაფრის მონანიებას არ ვაპირებთ. რა კითხვებიც გვქონდა, რაც მან ისაუბრა, იმაზე პასუხებს თუ გაგვცემს", – აცხადებს მამა ათენოგენი.
"როგორ გამოაცხადებს ჩვენს განკვეთას, იმას მოვუსმენთ და ვნახავთ პირველ რიგში ალბათ, რაც გადაწყვეტილი ჰქონდა თავიდანვე, მოსვლისთანავე. დედაც რომ მაგინონ ხმის ამომღები არ ვარ, ავწევ ორივე ხელს და წავალ. მე მაგას ბოდიშს არ მოვუხდი, საბოდიშო არაფერი არ დამიშავებია", – აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
"ამდენ უსამართლობას უკვე აღარ აქვს საზღვარი, რა თქმა უნდა არ დავემორჩილებით. ის აშკარად მიდის ხალხის დაპირისპირებაზე. ყველამ უნდა აღიაროს, რომ მეუფე სტეფანე არის მტყუანი. არავითარი სიმართლე არ ამოძრავებს, მას აქვს პირადი ინტერესები. არაფრად არ მიმაჩნია მე მეუფე სტეფანეს განკვეთა"-აცხადებს დიაკვანი პეტრე (ღუდუშაური).
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს