
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს, თუ ხელისუფლება ამნისტიას გაითხოვს.
ბოკერიას თქით, მელიას ურჩევნია მისი გათავისუფლება მიუღებელი გზით – გირაოთი მოხდეს, ვიდრე ამნისტიის კანონით, რომელიც 20 ივნისის სამართალდამრღვევებსაც შეეხება.
"რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი ყველაფერი ნათქვამია, რაც დაწერა. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ ცუდ ვითარებაში, ჩემი აზრით, ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით, რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები. ეს პერიოდი მისკენ თითის გაშვერა ვნახეთ ირიბად თუ პირდაპირ – ეს არასწორია", – განაცხადა გიგა ბოკერიამ "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში".
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს