Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.
2-წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრები Miami Ad School-ში. დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ განათლების მხარდამჭერი პროექტებიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 2020 წელს პირველი სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, რომელიც ბერლინში Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას.
სრული ინფორმაცია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka
(R)
თაგები:
