მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა

ავტორი
Front News საქართველო
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1640-ს გადააჭარბა, დაშავებულია 3400-ზე მეტი ადამიანი, 139 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.
განახლებულ მონაცემებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ავრცელებს.
ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქ მანდალაიში დანგრეული და დაზიანებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის ზონაში დანგრეულია ხიდები და გზები.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მიანმარში 7.7 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინაებს. სავარაუდოდ ნანგრევებში მოყოლილია სულ მცირე 50 მუშა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


