მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს ინფორმაციით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე - ბ.გ. დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დადგინდა, რომ დაკავებული პირი, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა და ციხიდან გაქცევისთვის.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის გაძევების ღონისძიება "ვალეს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, სადაც დაკავებული გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
მიგრაციის დეპარტამენტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


