Logo

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სამართალი
226
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელისა და ლიბანის - ჯამში 27 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები