მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის - ჯამში 36 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, ხოლო 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
მიგრაციის დეპარტამენტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს