Logo

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გაძევების მიზნით დააკავეს

სამართალი
182
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.მ. დააკავეს.

"აღსანიშნავია, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.

აღნიშნული ქმედების გამო, ნ.მ. დაკავებულ იქნა  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ნ-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 4000 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement