მიჰაუ კამინსკი – მე ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
მე ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს საფრთხე შეიძლება, ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცა ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ორი გზა არსებობს ისტორიაში, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავარდნა, სხვა გზა არ არსებობს.
“როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთ, გიპასუხებთ: მე აქ ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. მე ვიყავი აქ, თბილისში პრეზიდენტ ადამკუსთან, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან და ესტონეთის პრეზიდენტთან. მე გავაკეთე ორგანიზება ამ ვიზიტის, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი პირდაპირი საფრთხის და წნეხის ქვეშ იყო რუსული შემოტევისა. აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როდესაც აღნიშნული ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. მე ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს საფრთხე შეიძლება, ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან, ეს საფრთხე არის არის რუსული პროპაგანდის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ორი გზა არსებობს ისტორიაში, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავარდნა, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომაც ვიმყოფებით აქ“, – განაცხადა მიჰაუ კამისნკიმ.
თაგები:
მიჰაუ კამინსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს