Logo

მიჰკელსონი – საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

პოლიტიკა
1150
Frontnews image description

საქართველოს თავისუფალი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი წერს.

მისივე თქმით, საუკეთესო ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა.

“ყოველი დღე მნიშვნელოვანია. საქართველოს თავისუფალი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი არჩევნების ორგანიზების მოთხოვნაა.

მალტაში ფინეთმა და ავსტრიამ უშუალოდ გამოცადეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს”, – წერს მიჰკელსონი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები