Logo

მიიტანე შეკვეთა უფასოდ - Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და "საქართველოს ბანკისგან"

ბიზნესი-ეკონომიკა
208
Frontnews image description

შავი პარასკევის პერიოდში, რომელსაც მომხმარებელთა გამორჩეულად მაღალი აქტიურობა ახასიათებს, ლოჯისტიკური პროცესების შეუფერხებელი მართვა ბიზნესებისთვის პრიორიტეტული ხდება. გაზრდილი შეკვეთების ფონზე, ოპერაციების ოპტიმიზებისთვის, QuickShipper-მა და საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის  შეთავაზება მოამზადეს.

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებენ:

  1. ერთი მიწოდება საკომისიოს გარეშე: პირველი შეკვეთის აღება და ჩაბარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

  2. ერთთვიანი წვდომა გადასახადის გარეშე: ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, QuickShipper-ის პლატფორმით 1 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლონ.

რა არის QuickShipper? ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოქმედ 10-მდე წამყვან საკურიერო კომპანიას.

QuickShipper ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს:

  • შეადაროს პირობები მომენტალურად: მისამართების შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია ფასებისა და ხელმისაწვდომობის ნახვა რეალურ დროში, ყველა პარტნიორი კომპანიისგან.

  • გამოიძახოს კურიერი მარტივად: პლატფორმაზე შესაძლებელია სასურველი კურიერის შერჩევა და სისტემა ავტომატურად გადასცემს მას შეკვეთას.

  • აკონტროლოს პროცესი: ბიზნესი მიიღებს უნიკალურ tracking ბმულს მეტი გამჭვირვალობისთვის.

  • ისარგებლოს ერთი ფანჯრის პრინციპით: მომხმარებელთა მხარდაჭერა და ანგარიშსწორება სრულად ცენტრალიზებულია.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც QuickShipper-ით ჯერ არ უსარგებლიათ: საქართველოს ბანკის იმ ბიზნეს მომხმარებლებს კი, რომლებიც QuickShipper-ის პლატფორმით უკვე სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლება 1 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის დარეგისტრირდით ამ ბმულზე.


(R)

Advertisement