
ავტორი
Front News საქართველო
რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი წერს.
მისივე თქმით, ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას.
“ევროკავშირმა არ უნდა აქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს.
რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია. თუ ჩვენ გვინდა, დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის.
ქართველი ხალხი არ დანებებულა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას”, – წერს მარკო მიკელსონი.
თაგები:
მარკო მიკელსონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს