Logo

მიხაილ როთი – 11 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

პოლიტიკა
747
Frontnews image description

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის ინფორმაციით, 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.

თბილისს ეწვევიან: ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები.

“საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვართ ერთგული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი, ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით”, – წერს როთი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები