
ავტორი
Front News საქართველო
პარტიის ”საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, რათა მათი გეგმების შესახებ შეიტყონ.
“ხვალინდელ შეხვედრაზე ბატონ პაპუაშვილთან ვაპირებთ, რომ მივიდეთ. როგორც მინიმუმ, გავიგოთ მათი ხედვა რა არის, ამ დეპოლარიზებას როგორ ხედავენ და ამის შემდგომ ვნახოთ, პროცესი როგორ გაგრძელდება. მთავარი ამოცანა ყველასთვის, მარტო “ოცნებისთვის” კი არა, ყველა პარტიისთვის უნდა იყოს ის, რაც მოქალაქეებს აინტერესებთ, ეს არის სტატუსის მიღება. შესაბამისად, თუ პროცესი ორიენტირებული იქნება შედეგზე და სტატუსის მიღებაზე, ამ პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, არავითარი პარალელური და ცალკე პროცესის შექმნა ამ შემთხვევაში, არ იქნება მიზანშეწონილი, თუ რა თქმა უნდა, “ოცნების” მიერ ორგანიზებული პროცესი იქნება შინაარსსა და შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მარტივი საზომი, ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ თუ არ მივიღებთ”, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან ხვალ არის დაგეგმილი.
თაგები:
მიხეილ დაუშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს