Logo

მიხეილ დაუშვილი – თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ

პოლიტიკა
18.11.2022 / 14:44
Frontnews image description

“ჩვენს კოლეგებს, ევროპარლამენტარებს ვხვდებოდით და ყველანაირად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ შეიძლება დღეს გავუშვათ ხელიდან.  ხვალ შეიძლება ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ აღარ არსებობდეს. თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს,  იმ რეფორმებით, რომელსაც თქვენ ატარებთ, ეს ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ თუ ამ სტატუსს ვერ მივიღებთ, ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ“, –  ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ ცდილობს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

 

“რამდენიმეჯერ ახსენეთ, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფებში. პარტია „საქართველოსთვის“ პირველი დღიდან ვმონაწილეობთ ყველა სამუშაო ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ საკითხზე წარმოგიდგინეთ ჩვენი ხედვები, არა მხოლოდ ჩვენი პარტიული ხედვა, არამედ ის საკითხები, რომლებსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იზიარებენ, არცერთ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი არ გააკეთა საკუთარი ინტერესების ხარჯზე და არცერთი ეს შეთავაზება არ გაითვალისწინა. მხოლოდ ჩვენი კი არა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეკომენდაციები და შეთავაზებები არ გაუთვალისწინებია. პრობლემა ის არის, რომ ოცნება დაკავებულია არა  რეკომენდაციების და 12 პუნქტის შესრულებით, არამედ დაკავებულია ალიბების შექმნით, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე გადააკისროს ოპოზიციას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები