მიხეილ ყაველაშვილი - ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდნენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, როგორიც ბრიტანეთია

ავტორი
Front News საქართველო
"ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ის ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ხვდებიან საიდან მომდინარეობს საფრთხე, საკუთარი ქვეყნების, საკუთარი ეროვნული ინტერესების და ამაში ჩვენთვის ახალი არაფერია", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ლიზ ტრასის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
მისი თქმით, განსაცვიფრებელია, რომ აქამდე მივიდნენ ისეთი სამაგალითო ქვეყნები, როგორიც ბრიტანეთია.
"ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდნენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, როგორიც ბრიტანეთია. ეს ადამიანიც ალბათ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უდიდესი ინფორმაციები გააჩნია ალბათ, საკუთარი ქვეყნისთვის ფიქრობს და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




