Logo

მიხეილ ყაველაშვილი ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად იმყოფებოდა

პოლიტიკა
737
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

მიხეილ ყაველაშვილს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიტროპოლიტმა პრეზიდენტი დალოცა და წარმატებები უსურვა.

მიხეილ ყაველაშვილმა ტაძარი მოილოცა და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული უძველესი, XI საუკუნის მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერა.

ალავერდის მონასტერში მიხეილ ყაველაშვილთან ერთად,  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები