Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ამ წერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და დაბრალებით

პოლიტიკა
141
Frontnews image description

ხელოვნურად არის შექმნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთგვარი ხაზი, რომ დაამცირონ და დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება. ეს ნათლად ჩანს და ის ადამიანები, ვინც ამ წერილში არიან მოხსენიებულნი, ავტორები ამ წერილის და წერენ მარკო რუბიოს, გამოირჩევიან ხშირად საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით, არაფერი განსხვავებული არ არის, იგივე ხაზი გრძელდება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის სენატორების ჯინ შაჰინის, როჯერ უიკერის, ჯონ კურტისის და შელდონ უაითჰაუსის, ასევე კონგრესმენების ჯო უილსონის და სტივ კოენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას, რაც თავად ამერიკის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

"ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას, საუბარია USAID-ზე და NED-ზე. თავად ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკის დღევანდელმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოავლინა მათი ქმედებები, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით. ეს არის პასუხი თავისთავად, ამაზე მე მგონი ზედმეტი საუბარი არც ღირს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ძალიან კარგად ხვდება და იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და ღია არის დიალოგისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის, წერილობითაც მივმართეთ და არაფერი ჩვენ უკანდასახევი არ გვაქვს და დასამალი არ გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის. ხშირად პოზიციონირებენ ამერიკის პრეზიდენტიც და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც და პირდაპირ გაეროს სხდომაზე წარმოთქვა სიტყვაში ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მიხედონ საკუთარ ქვეყნებს და აქედან გამომდინარე უნდა იყოს დაცული ეს თემა და ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით. ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენს და მას შორის და სურვილს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი დიალოგი შედგეს. არაფერი გვაქვს დასამალი და მათი მხრიდან არის ახლა დასაყენებელი ეს საკითხი", - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement