Logo

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პოლიტიკა
186
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა.

"მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში – თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში – ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement