Logo

მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
116
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, შუა დერეფანს აქვს გაფართოების პოტენციალი და ამ მარშრუტის განსავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება.

აღინიშნა, რომ ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ორ ქვეყანას წლებია აკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას.

მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ყასიმ-ჟომართ თოყაევს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუტების ეფექტიანობას და მისი ლიდერობით ხელს შეუწყობს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები