მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული და ეკონომიკური ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობის მოდელი, რომელიც ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე და ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. მან აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში ვმონაწილეობთ, ასევე ბევრ საკითხებში ვართ თანხვედრაში. ეკონომიკური კუთხით საკმაოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობა სამაგალითოა,
დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და განვითარდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა შეხვედრის დასასრულს.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის ამ პროცესში საჭიროების შესაბამისად თავისი წვლილის შეტანა გააგრძელოს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს