მიხეილ ყაველაშვილი - ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება


ავტორი
Front News საქართველო
"ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა არჩევნებში გამოვლენილი აქტივობებით და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს ამისთვის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, რომ ეს ყველაფერი იქნება წარსულში დატოვებული, სახელმწიფო იმოქმედებს და ვთხოვ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მათი უმაღლესი პასუხისმგებლობა. ვსარგებლობ შემთხვევით და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ვიცით, რომ დაშავდნენ პოლიციელები, ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.
ეს არის შემდგარი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ვხედავთ რა ხდება გარშემო და საერთაშორისო პარამეტრებით, შეფასებებით ყველა აღნიშნავს საქართველოს წინსვლას განვითარებას, მის მშვიდობას და სტაბილურობას. ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც არც დაუმალავს, მაგალითად უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ მართლაც სამაგალითოა საქართველო დღეს, თუ როგორ მოქმედებს მისი ხელისუფლება, მისი ბრძენი ხალხი, რომ დღეს ამ ვითარებაში ისინი ახერხებენ ასეთი მაღალი შედეგი ჰქონდეთ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს