
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
"საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას, მათ შორის, უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხებს.
მიხეილ ყაველაშვილმა აფრიმ გაშის მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს