Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც ევროკავშირზე, არც აშშ-ზე, არც ჩინეთზე, არც ერთ ქვეყანაზე

პოლიტიკა
86
Frontnews image description

ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს ქმედებებს ნებისმიერი მიმართულებით.

"რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრას. მინდა, საზოგადოება აერიდოს მანიპულაციებს. ჯერ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა დამალეს, მაშინდელმა საელჩომ რაღაცები ჩაიდინა, თითქოს ფეიკია, მერე ფეიკად ჩათვალეს ჩემი ვიზიტი, ვახშამზე დაპატიჟება, სურათის გადაღება და გასაუბრება. ოლიმპიადის გახსნაზე ჩვენი ურთიერთობები აბსოლუტურად გულწრფელი იყო. იყო განცდა, რომ ჩვენ თანასწორი ქვეყნები ვართ, სიმპათიით ვართ განწყობილი, მით უმეტეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს. თავადაც აღნიშნა ეს მომენტი. ლოცვის დღეს აღნიშნავენ ახლა, 17 მაისს,  მანამდე ჩვენ ვაღიარეთ ოჯახის სიწმინდის დღედ. თავად ახსენა საქართველოს პატრიარქი… ჩვენი მხრიდან არაერთხელ არის გაცხადებული, შეგვიძლია, სრულიად გულწრფელად, გამჭვირვალედ უკეთესი გახდეს ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი საზოგადოებისთვისაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რაც რუბიომ აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივია დატოვებული და ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, რომ ჩვენი ურთიერთობები დაიწყოს. ამისთვის მუშაობენ. მათი მხრიდან იყო ეს გაცხადებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ. კარგი ვითარებაა იმ მხრივაც, რომ საქართველო ვინმეზე ჩამოკიდებული არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ ქმედებებს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც ევროკავშირზე, არც აშშ-ზე, არც ჩინეთზე, არც ერთ ქვეყანაზე და ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნებთან მიმართებით არის გულწრფელი, თანასწორი, სამართლიანი და ურთიერთპატივისცემაზე აგებული. ამას ვითხოვთ კიდევაც ხშირ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები