
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "ჯარის ბანაკის“ 2026 წლის გახსნის ცერემონიაზე ახალგაზრდებს მიმართა.
„ეს უნიკალური პროექტი, რომელიც უკვე მე-4 წელია ხორციელდება და ასეულობით მოზარდმა, ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მართლაც შთამბეჭდავია და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ეს პროექტი შექმნა და ახორციელებს დღემდე. მინდა, ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯარის ინსტრუქტორებს, რომლებიც თქვენთან ერთად იმყოფებიან ამ ბანაკში, სასულიერო პირებს, პედაგოგებს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. ბედნიერი ვარ, რომ შარშან ასევე დავესწარი ბანაკის გახსნას, შევხვდი ახალგაზრდებს. მათი შთაბეჭდილებები და ემოციები მართლაც დაუვიწყარია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მან ისაუბრა სამხედროების ღვაწლზეც, თუ რა ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენულია.
"ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის, რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვსაუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები და გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, არის ჩვენი წინაპრების, ღვაწლმოსილი ადამიანების და, განსაკუთრებით, სამხედროების დამსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული. ეს რეალობა ჩვენი წინაპრების უდიდესი მსხვერპლის, უდიდესი ძალისხმევის ფასად მივიღეთ და არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენს სამშობლოს იგივე პასუხისმგებლობით არ ვემსახუროთ.
"თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები, ჩემო ძვირფასებო, რომ გახდეთ თქვენს პროფესიებში წარმატებულები. თქვენ უკვე ისეთ ასაკში ხართ, ალბათ თითოეულ თქვენგანს განსაზღვრული გაქვთ, თუ რა პროფესია უნდა აირჩიოთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს - ეს არის მამული, ენა, სარწმუნოება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები - ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ადამიანები და წარმატებული ქართველი პატრიოტები. მერწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი ძლიერი და ასეთი განვითარებული საქართველო არ ყოფილა. მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს საქართველოს თანამედროვეობას, თითოეული ადამიანი, განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს პირადი პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები და უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო.
საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფესიებში წარმატებული ადამიანები და შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ. ყველასთვის ალბათ ცნობილია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თავის პროფესიაში არის წარმატებული ფეხბურთელი, მაგრამ ყველასათვის მნიშვნელოვანი არის რა - ის, რომ ის არის წარმატებული ქართველი პიროვნება, სწორედ იმ ღირებულებებით განმსჭვალული, რომელსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები და თითოეული ჩვენგანი ვეზიარებით ხოლმე ამ ღირებულებებს. ამ ღირებულებებით განმსჭვალულები უნდა ვიყოთ წარმატებულები ჩვენს პროფესიებში. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ვიყოთ უფრო ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ბანაკში გატარებული დრო მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტად მიზანდასახულ და დისციპლინირებულ მოქალაქეებად აქცევს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს