მიხეილ ყაველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია დიპლომატების როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
„ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა.
დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მწამს, რომ დიპლომატიური სტანდარტების მტკიცედ დაცვით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


