მიხეილ ყაველაშვილი - ძალები, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ, „დიფ სტეიტი“ ან „გლობალური ომის პარტია“, ჩვენს სამშობლოს პროექტად განიხილავენ


ავტორი
Front News საქართველო
აბსურდია საუბარი ღობესთან დაკავშირებით, რომ სუსტად დახვდათ გადამტრიალებლებს და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაურბიან რეალობას.
"დღეს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იყოს დამოუკიდებელი, აწარმოებს ეროვნულ ნიადაგზე დამყარებულ პოლიტიკას, ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ყველას ესაუბრება კორექტულად, მაგრამ თანასწორად და სთხოვს გარშემომყოფებსაც, რომ პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, მის ხელისუფლებას და მის სუვერენიტეტს. ეს არის ერთი მოცემულობა. სამწუხაროდ არის მოცემულობა , როცა ძალები, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ, შეგვიძლია დავარქვათ „დიფ სტეიტი“ ან „გლობალური ომის პარტია“, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს განიხილავენ როგორც პროექტს - პროექტი საქართველო, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები გააჩნია ამ პროცესებში, რა პროცესებიც მიმდინარეობს. ისინი თვლიან, რომ საქართველოს როლი უნდა იყოს განსხვავებული . ამ პროექტის მიხედვით ეს ადამიანები, რომლებზეც თქვენ გქონდათ საუბარი, არიან ინსტრუმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტში, დავალებებს იღებენ და ამ დავალებების საშუალებით მოქმედებენ. ამ ადამიანებს ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ არსებული რეალობის აღქმა და შეფასება ისე, როგორც არის, მაგრამ, რადგან ის დამოკიდებულია, ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი და ამ პროექტის შემქმნელებთან დავალებულია, იძულებულია, რომ ასე მოიქცეს. ამ პრიზმით თუ შევხედავთ მოვლენებს, ალბათ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა არ გაგვიჭირდება. არის ორი მოცემულობა, ერთი, სადაც საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და ხელისუფლება ერთად არიან ამ პროცესში, დგას ერთ მხარეს და იცავს სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეროვნულ ინტერესს და დამოუკიდებლობას, ასევე სურს, რომ მასთან ითანამშრომლონ მისმა პარტნიორებმა, მაგრამ წლებია არსებობს ეს პროექტი და ამ პროექტის საშუალებით არსებობენ ე.წ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა, ე.წ პროექტის შემქმნელებისგან მათივე ხელში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყო.
"ის, რომ საქართველოს რიგი ნაბიჯები უნდა გადაედგა და ამაზე ჩვენმა სახელმწიფომ თქვა უარი, ამის შემდეგ დაიწყო ამ პროექტის შემქმნელების მიერ, მათივე ხელში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს