მიხეილ ყაველაშვილი - ძალიან გაწბილებულები არიან პატრონები, პროექტის შემქმნელები ამ ე.წ ოპოზიციის უსუსურობით

ავტორი
Front News საქართველო
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ყველას ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია ამ პროცესებში და აღკვეთა არაერთი ამგვარი ფაქტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს ,რადგან მათ ყველაზე კარგად გაიგეს თუ რასთან აქვთ საქმე და პირდაპირი მოცემულობაა, სად დგას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ვინ წარმოადგენს გარე ძალებს და პროექტს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები აღიარებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან გარედან მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
"კითხვა არ გებადებათ რატომ აღიარებენ?! გარედან მისცეს მათ უფლება, რომ თქვენ ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ [არჩევნებში]. მაშინ როცა პარლამენტის და ხალხის ძალის წევრი ვიყავი, ღიად, წინასწარ ვსაუბრობდი, ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებული იყო გახარია და ხაზარაძე, ხომ გახსოვთ ყოველთვის იძახდნენ შეუძლებელი იყო მათი გაერთიანება, მაგრამ ვიცოდი მათი პატრონებისგან, იქიდანაც ჟონავს ინფორმაციები, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, ასევე იყო სალომე ზურაბიშვილთან დამოკიდებულებაში, რომ ის უნდა გამხდარიყო ამ რადიკალური ფრთის ლიდერი. ძალიან გაწბილებულები არიან მათი პატრონები, ვინც ეს პროექტი შექმნა არსებული ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების უსუსურობით, ვერაფერს ასრულებენ, ვერცერთი დავალება ვერ შეასრულეს, ეძებენ სხვადასხვა საშუალებებს თუ როგორ მოხდეს არსებული ხელისუფლების განეიტრალება, ვერ ერევიან ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


