Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის მომზადებულია, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას ქვეყნის ინტერესები

პოლიტიკა
120
Frontnews image description

ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება, რომ აქ რაიმე ექსცესები მოხდეს, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისი თქმით, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები.

"მუდმივად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მტკიცედ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები. არცერთ იმპერიას და არცერთ სახელმწიფოს არ უჩუქებია ეს მიწა ჩვენთვის. ამას იცავდა ჩვენი წინაპარი. მშვიდობა იმიტომ გვინდა, რომ აქამდე მოსული ჩვენი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები, ამის დაცვაზეა საზრუნავი და ერთი დაშვებული შეცდომა ანადგურებს მთლიანად, რაზეც მე ვილაპარაკე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები