Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის

პოლიტიკა
401
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.

ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.

სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები