
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ყაველაშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმსა და კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების პრევენციის მიმართულებით.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ყაველაშვილმა პატივი მიაგო იმ თანამშრომლების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სამსახურში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს