მიხეილ ყაველაშვილი - ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ მისი მეგობრები არ დაზიანდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია. მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ცინცაძემ საკუთარი სახელი არავის უნდა გამოაყენებინოს.
„ერთი რამ მინდა, ვუთხრა გიორგი ცინცაძეს, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ მისი მეგობრები არ დაზიანდნენ, რადგან მათ მნიშვნელოვანი შეკრება დაეწყოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო. ჩვენ გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება, ცდილობდნენ ევროპის ჩემპიონატის წინ შუღლი შეეტენათ, ეს ადამიანები არიან მავნებლები. მათდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დასაწყისია, მეტ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი ბიჭები. უფრო წარმატებულები და უფრო მშვიდობიანები ვიქნებით. მცირე ნაწილია რადიკალური ფრთის, რომელიც ნეგატივით ცხოვრობს, ერთმანეთს ვეღარ იტანენ უკვე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს