Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ მყოფი, მოტყუებული მოქალაქეები არიან

პოლიტიკა
158
Frontnews image description

ამ პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიმართ, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის თაობაზე.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები დაფინანსებული ჯგუფები არიან, თავიანთი ხელმძღვანელი ფიგურებით და ეს პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული.

"ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ მყოფი, მოტყუებული მოქალაქეები არიან. ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით. ყველაფერი, რაც გითხარით, ფაქტებს ეფუძნება. ამ პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტერესი „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიმართ. ეს პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული და მიზანმიმართული გავლენის შედეგია. მათი არცერთი ქმედება არ არის მიმართული მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ისინი ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსული, დაფინანსებული ჯგუფები არიან თავიანთი ხელმძღვანელი ფიგურებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები