Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ეს არავის შერჩება და პასუხი იქნება მკაცრი

პოლიტიკა
393
Frontnews image description

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მიზნით ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დაანგრიეს.

"სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობის მიზნით. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური აქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში. საქართველოს მოქალაქეების ასეთი მაღალი სტანდარტის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები. ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს ღობე, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი. ეს არავის უნდა ეპატიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არავის შერჩება და ამასთან დაკავშირებით იქნება მკაცრი პასუხი“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement