Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში

პოლიტიკა
326
Frontnews image description

"ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ჟურნალისტის შეკითხვას, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობდეს.

"ის დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, რა თქმა უნდა,  ჩემი აზრით, იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით  ჩვენი  ქვეყნის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რაც შეეხება ამ პარტიებს, მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას გადაწყვეტს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement