მიხეილ ყაველაშვილი - ეს იმისთვის არის, რომ აქ მოხდეს ვნებათაღელვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების ცვლილება


ავტორი
Front News საქართველო
"მეგობარი აქტი“ არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
"იმისთვის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, თუნდაც საქართველოს მიმართ, მას „მეგობარი აქტზე“ სენატის ან კონგრესის მხარდაჭერა არ სჭირდება. თუ მას აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, მას სრული უფლებამოსილება აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. „მეგობარი აქტი“ ემსახურება იგივე პროცესს, რაზეც რამდენჯერმე ვისაუბრე - ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და დასაყრდენი ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაცია და ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ჩაბმული არიან ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ეს პროცესი ამ დაკვეთით მიმდინარეობს, სწორედ ამას ემსახურება „მეგობარი აქტი“.
ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამოწვეული, რომ აქ მოხდეს ვნებათაღელვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ განწყობა ხელისუფლების მიმართ უნდა შეიცვალოს და ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. მხოლოდ ამას ემსახურება და არც მალავენ, რომ „მეგობარი აქტით“ მიდის არსებულ ადმინისტრაციაზე ზეწოლა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა