Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო

პოლიტიკა
281
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.

ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამშობლოსადმი სიყვარული და ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულება სამაგალითო და დასაფასებელია.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო", - წერს ყაველაშვილი.

ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement