მიხეილ ყაველაშვილი - გილოცავთ ვეტერანის დღეს, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.
"ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა - მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
"ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა.
"სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა