მიხეილ ყაველაშვილი - გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულ პარტიას წარმატებები უსურვა.
"მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეულ მათ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებულ პარტიას მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს