მიხეილ ყაველაშვილი - ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს

ავტორი
Front News საქართველო
"პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ „მასწავლებლის ეროვნულ დღეს“ და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.
"მასწავლებლობა როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან, სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.
"მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.
"თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით და თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ და კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


