მიხეილ ყაველაშვილი - კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში თავდასხმის მცდელობას

ავტორი
Front News საქართველო
კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, – ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




