
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას.
მან ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მეცნიერების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ ფართო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი.
გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს