Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ლარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს

პოლიტიკა
302
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი  ლარის საიუბილეო 30 წლის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ლარის საიუბილეო 30 წელი მიულოცა და ქართული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, არსებობის სამი ათწლეულის ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, 2014 წლიდან კი, მისი გამორჩეული ოფიციალური სიმბოლოც შეიქმნა, რაც საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

"ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის, მონეტარული სუვერენიტეტისთვის, ფისკალური და ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, ამ წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის განვითარებასა და გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილეები დისკუსიას მართავენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ცენტრალური ბანკის როლი მდგრად დაფინანსებაში.

საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით - FROM TRUST TO GREATER COOPERATION ქვეყნის ეროვნული ბანკი მასპინძლობს და მასში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები