მიხეილ ყაველაშვილი - მადლობას გიხდით იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

ავტორი
Front News საქართველო
"თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე“,- ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს.
"ამ საზეიმო წუთებში, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით, ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი - საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში და მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს.
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს”,- განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




