Logo

მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
45
Frontnews
მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილმა მას დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

მიხეილ ყაველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეულად წარმოდგენა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები