მიხეილ ყაველაშვილი - მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ეს პროცესები გვაძლიერებს

ავტორი
Front News საქართველო
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალურად არჩევენ ალეკო ელისაშვილის მსგავს ადამიანებს და შემდეგ ხდება მათი გაგმირება, ისე როგორც ლაზარე გრიგორიადისის და მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა.
"სპეციალურად ხდება ასეთი ტიპაჟების მოძებნა, როგორიც ალეკო ელისაშვილია - ვინ არის გამკეთებელი, საზოგადოებაში ასე ვთქვათ პატრიოტი, სხვა გზას არ უტოვებენ და ეს საქციელი უნდა განახორციელოს - გაგმირება ისეთი პერსონაჟის, როგორიც იყო გრიგორიადისი, როგორც ხდება მზია ამაღლობელზე. მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ჩვენი სახელმწიფო ასეთ გამოწვევებს. ეს არის სპეციალურად განხორციელებული ქმედებები, რომ ნელ-ნელა უფრო დაშვებადი გახდეს ვინმესთვის ასეთი ქმედება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




